აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მოსმენილ იქნა სამინისტროსა და მასში შემავალი ტერიტორიული ორგანოების მიერ 2020 წლის პერიოდში შესრულებული სამუშაოს ანგარიში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი კორონავირუსის (Covid-19)-ის გავრცელების პრევენციისა და პანდემიის პერიოდში განხორციელებულ აქტივობებს. საუბარი ასევე შეეხო მთავრობის წარმომადგენლობებისა და სამინისტროს შერწყმის პროცესს, რომელიც განხორციელდა 2020 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში.

მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს, მინისტრის კონსტანტინე კუჭუხიძის მიერ მიეწოდა დეტალური ინფორმაცია დასახული გეგმებისა და არსებული პრობლემების და სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ. ხაზი გაესვა დევნილთა ჩასახლებებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ არსებულ მდგომარეობას და აღნიშნულ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებს.

მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან კიდევ ერთხელ იქნა შეფასებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნისა და განვითარების აუცილებლობა და მათთან მუდმივი კოორდინაციის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე   მოსმენილ იქნა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ანგარიში. ასევე განხილულ იქნა სხვა მიმდინარე საკითხები.

შეხვედრის ბოლოს მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს კორონავირუსის (Covid-19) პანდემიის პირობებში წარმატებული საქმიანობისათვის მადლობის სიგელები გადასცა.