შეხვედრაზე აფხაზეთის საცხენოსნო ფედერაციის დაფუძნების საკითხზე იმსჯელეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნულ ფედერაციას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა აფხაზეთის საცხენოსნო ფედერაციის დაფუძნების, ტურნირის - ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საცხენოსნო შეჯიბრი აფხაზეთის თასზე“ ჩატარებისა (სავარაუდოდ სექტემბერში) და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ცირეკიძე, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ყიფიანი და ფედერაციის წარმომადგენელი ვაჟა ქუთათელაძე.