აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

„ევროპული არდადეგების“ მორიგი ღონისძიება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაიმართა

აფხაზეთის ავტონოიური რესპუბლიკის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ბათუმში იმყოფებოდა, სადაც პროექტის "ევროპული არდადეგების" ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ბათუმის თოჯონებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა დევნილი ბავშვებისათვის ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლი "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" წარმოადგინა. ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით და იმერეთის, გურიის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ბოლოს ბავშვებს საჩუქრები გადეცათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე; იმერეთის, გურიის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები.