ქ. მზიურში გამართულ ღონისძიებას აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი მოზარდები დაესწრნენ.

2020 წლის 26 ივლისს ქ. თბილისის ვაკის რაიონში, ახალგაზრდულ ქალაქ „მზიურში“ გაიმართა მუსიკალურ-თეატრალიზირებული წარმოდგენა „ჩვენი ოცნების ცისარტყელები“, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს საესტრადო და საცირკო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები: „ორი ჯუჯა“, საესტრადო მომღერლები: ზურაბ კობეშავიძე, მაკა საჯაია, ჯამბაზები და სხვები. 

ღონისძიება ჩატარდა ქ. თბილისის მერიის, აფხაზეთის მთავრობისა და ვაკის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით. ასევე აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა სამინისტროს ორგანიზებითა და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით. გამართულ წარმოდგენას დაესწრო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 5-დან 15 წლამდე ასაკის 60 -ზე მეტი მოზარდი.