იმერეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა ქ. ქუთაისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

 

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების 28 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ბესიკ ჭანტურიამ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა დავით ჭეიშვილმა და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ქუთაისში, ავტოქარხნის აეროპორტის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1992-1993 წლების ომი, რომელიც საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტებს შორის 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები. 1993 წლის 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, როდესაც ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა. ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის ომმა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, ბრძოლის ველზე 8-9 ათასი მეომარი დაიღუპა, ასეულობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო 300,000-მდე ადამიანი დევნილი გახადა.