2020-09-17 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ახალგაზრდა მწერალთა კონკურსი „სიყვარულს უშენებია“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური პრემიის მოსაპოვებლად კონკურსს წელს პირველად ატრებს. კონკურსი ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურის განვითარებას, ლიტერატურაში ახალი სახეების, ახალგაზრდა ნიჭიერი ავტორების აღმოჩენას. ახალგაზრდა თაობამ მხოლოდ გადმოცემით იცის აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შესახებ. ეს ის თაობაა, რომელმაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს პრობლემის გადაჭრაში, რისი ერთერთი საუკეთესო გზაც სწორედ კალამია. კონკურსი ერთგვარი მოტივაციაა ახალგაზრდა მწერალთათვის. საგულისხმოა, რომ ეს ჯილდო არ აღიქმება როგორც მხოლოდ მატერიალური მხარდაჭერა, არამედ ის გულისხმობს ახალგაზრდების დამოკიდებულებას ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისადმი, მათ სამშვიდობო როლს პრობლემის მოგვარების საკითხში.
კონკურსში მონაწილეობა და პირობები:
• პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ახალგაზრდა (16-დან 35 წლამდე) ავტორებს, რომლებიც კონკურსზე წარმოადგენენ მშვიდობის, სიყვარულის და პატრიოტიზმის თემაზე შექმნილ პოეტურ ნაწარმოებს (არაუმეტეს 3 ლექსი);
• კონკურსი ცხადდება 07 სექტემბერს, ხოლო ნაწარმოებებისა და საჭირო დოკუმენტების მიღება გაგრძელდება 21 სექტემბრამდე.
განაცხადის ფორმა და ნაწარმოებების წარდგენის პირობები ქვეყნდება აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე, მწერალთა კავშირის საინფორმაციო გვერდზე და ,,მწერლის გაზეთში“.
• კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს;
• საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაშრომები სასურველია ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას.
• საკონკურსოდ პოეტური ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ან აფხაზურ ენებზე (ქართული თარგმანის თანხლებით).
პრემიის მინიჭების პირობები:
• ნაწარმოებების შეფასება მოხდება ათბალიანი სისტემით;
• ჟიურის მიერ გამოვლენილი 7 საუკეთესო ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრემიით, თითეული 375 (სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით და გადაეცემათ დიპლომები.
• კომპეტენტური ჟიური შეარჩევს საუკეთესო ნაწარმოებებს, რომლებიც შევა კატალოგში და დაურიგდებათ ავტორებს.
კონკურსის შედეგი:
• კონკურსის საბოლოო შედეგი და გამარჯვებულთა სია ქვეყნდება არაუგვიანეს 01 ოქტომბრისა, რომელსაც ამტკიცებს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი.
• მონაწილეები მიწვეული იქნებიან პოეზიის ფესტივალზე, რომელიც გაიმართება ქ. თბილისში, (წყნეთი, დიმიტრი ამილახვარის ქუჩა #29, ჰ. გონაშვილის სახელობის #29 ხელოვნების სკოლა).
საკონკურსო მასალების მიღების პირობები:
ახალგაზრდა მწერალთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა 2020 წლის 21 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინოს:
• განცხადება;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• საკონკურსო ნაშრომი: წიგნი, კრებული ან თაბახზე ამობეჭდილი საკონკურსო მასალა.
განცხადებები მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მისამართზე: ქ.თბილისი, უზნაძის №68.
ან შევსებული განცხადება და ნაშრომის ელექტრონული ვერსია (ფონტი – Sylfaen; შრიფტის ზომა – 11) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: iamotsapia@yahoo.com
საკონტაქტო პირი: ია მოწაფია 577 09 21 27