აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და თავმჯდომარის  მოადგილემ  ანზორ მარგიანმა  საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

2020 წლის 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გენერალ-მაიორ გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა გარდაცვალების შემდეგ. უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო  ეროვნული გმირის ორდენი გენერალ-მაიორ გენო ადამიას შვილებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადასცა

გენო ადამია აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური, მოგვიანებით კი გენერალ-მაიორი გახდა. მან 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა და 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე ბრძოლისას დაიღუპა.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით.