იმერეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა ქ. ქუთაისში შერვაშიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართეს.

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები თეიმურაზ წულაია და აბესალომ ჩარქსელიანი ქუთაისში, შერვაშიძის #57-ში (ბაგა ბაღი 30) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ჩასახლებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემები არ არსებობს. შენობის კანალიზაცია და წყალგაყვანილობა ნორმალურ მდგომარეობაშია. მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს შენობის წინა მხარეს დაიგო შიდა ეზოს გზის საფარი (ბეტონი), ხოლო შენობის უკანა და გვერდით მხარეებზე გზის საფარი მოსაწერიგებელია. ასევე, საშუალოდ დაზიანებულია (კოსმეტიკურ დონეზე) შენობის გარე ფასადი. მოსახლეობას სურს ჩასახლების ეზოში გადახურული, მოსასვენებელი ადგილის მოწყობა.
შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.