1993 წლის 27 სექტემბრიდან 27 წელი გავიდა.

1993 წლის 27 სექტემბრიდან 27 წელი გავიდა. ამ დღის აღსანიშნავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანომ დაღუპულთა ხსოვნის პატივგების ღონისძიება გამართა. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ბესიკ ჭანტურიამ, ხელმძღვანელის მოადგილემ ნათია კოპალიანმა და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა გვირგვინით შეამკეს მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. მემორიალზე დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქუთაისის წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ზურაბმა (სუბელიანმა) პანაშვიდი გადაიხადა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსი გელა ცინაძე და ვეტერანები, ქუთაისში მოქმედი დევნილთა სკოლების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აფხაზეთის ომის ვეტერანები, აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.