2020-10-01 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
სწავლა აფხაზეთის საჯარო სკოლების 1-6 კლასების მოსწავლეებმაც განაახლეს
თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში განთავსებულმა აფხაზეთის საჯარო სკოლების 1-6 კლასების მოსწავლეებმა, ჯანდაცვის რეკომენდაციის გათვალისწინებითა და დაცვით, სასწავლო პროცესი განაახლეს.
ამ მოვლენის გამო აფხაზეთის №2 და ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლებს ესტუმრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა შენგელია და სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე. მათ მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და წარმატებული და შემოქმედებითად ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.