შეხვედრა ვანში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტი თეიმურაზ წულაია ვანში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში - ვანი, პროფსასწავლებელი (მისამართი - ვანი, ს. შუამთა, სოლომონ მეორის #35. ) მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

 კორპუსს აქვს სამი შესასვლელი კარი, რომელთა მინები ჩამსხვრეულია და საკეტები მწყობრიდან გამოსული. მოსახლეობას სურს მინების ჩასმა და ახალი საკეტების დაყენება. აღნიშნული საკითხი ჩანიშნულ იქნა ტერიტორიული ორგანოს მიერ და დამატებითი ფინანსური რესურსის არსებობის შემთხვევაში, პრობლემა გადაწყვეტილ იქნება მცირე სარემონტო კომისიის მუშაობის ფარგლებში.

 კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასახლებას გადაეცა დისპენსერი (ერთი ცალი) და სადეზინფექციო ხსნარი (ხუთლიტრიანი ბიდონი - ერთი ცალი).