აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოხატავს საქართველოს სახალხო არტისტის ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალების გამო

გარდაიცვალა თეატრისა და კინოს უბადლო დიდოსტატი, სახელმწიფო და მრავალი სახელობითი პრემიის ლაურეატი, სახალხო არტისტი - ოთარ მეღვინეთუხუცესი.

დათა თუთაშხია, მეფე გიორგი, ელიოზი - 70-მდე როლი კინოსა და თეატრში, არაერთი პრესტიჟული ჯილდო - კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ტოკიოს კინოფესტივალის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, მაგრამ სახალხო აღიარება მას ფილმ „დათა თუთაშხიაში" მთავარი გმირის განსახიერებამ მოუტანა, რომელიც ყველა თაობის ზნეობრივ იდეალად იქცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და იზიარებს მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს.