რუსლან აბაშიძემ საშობაო ნობათი თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას გადასცა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა.

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აფხაზეთის მთავრობამ წელს "ალილოს" საშობაო ნობათი ეკლესიას გადასცა.

ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე.

სადღესასწაულო შემოწირულობას ტაძრის წინამძღვარი მამა ლევან ჯანაშია მოგვიანებით ბენეფიციარებს გადასცემს.