«მაისი 2025»
ორსაოთხუპაშაკვ
28
29
30
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
1
2
3
4
5
6
7
8
აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ საახალწლო აქციაში მონაწილეობა მიიღო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ საახალწლო აქციაში მონაწილეობა მიიღო. მინისტრს თან ახლდა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე. მათ შობა ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ქ. თბილისში, ბელიაშვილის N40-ში, თევდორე მღვდლის N13-სა და დისევის ქ.N7-ში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, 3-დან 8 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩართულობით მიმდინარეობს.