აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ"

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საერთოსახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 110-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საერთო სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდიუმის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (პრეზიდიუმის სხდომის 2013 წლის 8 მაისის №10 ოქმი,) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტიდან გამომდინარე შეიქმნას საერთო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ანზორ წოწონავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

ბ) როსტომ შამუგია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;

გ) ჯემალ გამახარია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე;

დ) თეიმურაზ მჟავია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „დემოკრატიული რეფორმებისათვის" თავმჯდომარე;

ე) რაისა ქარაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი;

ვ) აკაკი გასვიანი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი;

ზ) ვახტანგ თორდია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო კომისიის თავმჯდომარე;

თ) თამაზ სანიკიძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიული განყოფილების უფროსი.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის აღნიშნული დადგენილება ეცნობოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატმა უზრუნველყოს:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის ოქმის ამონაწერის ფრაქციებისა და კომისიებისათვის დაგზავნა;

ბ) დადგენილების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მეშვეობით.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                                              ელგუჯა გვაზავა

 

თბილისი,

08 მაისი 2013 .

N29-პ

 

პროექტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი

აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

 

მუხლი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში („აფხაზეთის ხმა", N27, 6.07.2001წ, „აფხაზეთის ა/რ საკანონმდებლო მაცნე" N4, 30.11.2004წ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.    სათაური და პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

მიღებულია 1978 წლის 6 ივნისს

ჩვენ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის  ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები, აფხაზები და სხვა ეთნოსის წარმომადგენლები, ისტორიულად მრავალსაუკუნოვანი მშვიდობიანი თანაცხოვრობის ტრადიციიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების დაცვის, ხელისუფლების დანაწილების დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისა და საყოველთაოდ აღიარებული ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ვიღებთ და ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.".

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც მოიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებში 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ტერიტორიას, არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ.".

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი სოხუმი."

4. მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე მის გარეთ.".

5. 41-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირი, რომელიც ჩაირიცხა სამხედრო ძალების ან შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში, გამწესდება მოსამართლედ ან პროკურორად, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას.".

6. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 67.

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა  შექმნა განისაზღვრება კანონით.

2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ან სხვა გასამხედროებული ორგანოების საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით.

3. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.".

7. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 70.

აფხაზეთის ავტონო­მიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქართულ ენასთან ერთად სახელმწიფო ენაა აფხაზური ენა".

8. 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 93.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობას და ასრულებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.".

9. 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 94.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის, 1995 წლის 14 ივნისის, 1996 წლის 17 აპრილისა და 1996 წლის 25 დეკემბრის დადგენილებებით,  თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კონსტიტუციის შესაბამისად.

10. 96-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 96.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიები მოიწვევა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის არა ნაკლებ ერთი მესამედის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოთხოვნით.".

11. 98-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტები და სახელმწიფოებრივი ცხოვრების დიდმნიშვნელოვანი საკითხები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ან მისი პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით შეიძლება გამოტანილ იქნეს საჯარო განხილვისათვის.".

12. 99-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის კონსტიტუციურ კანონს, კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. იგი არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.".

13. 105-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 105.

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომებს იწვევს და უძღვება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ეცნობება უახლოეს პლენარულ სხდომაზე.".

14. 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 112.

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შედგება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან.

2. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს აფხაზეთის ავტონო­მიური რესპუბლიკის მინისტრი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების საკითხი წყდება აფხაზეთის მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანების შესასრულებლად.".

15. 1121-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი1121

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით დანიშვნამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წარდგინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დააკისროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ შერჩეულ კანდიდატს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დაკისრებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.".

16. 1131-ე მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა და დამტკიცება განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.".

17. 114-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 114.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა:

ა) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების დებულებებს;

გ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას;

დ) უფლებამოსილია გააუქმოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტები;

ე) ამტკიცებს ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შექმნილ სამთავრობო კომისიათა დებულებებს;

ვ)  ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვას;

ზ) უზრუნველყოფს მოსახლეობის სოციალურ დაცვას;

თ) უზრუნველყოფს სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების განხორციელებას;

ი) ახორციელებს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების რეგულირებას, შეიმუშავებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტს, რესპუბლიკური ბიუჯეტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას და შესრულების ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს;

კ)  მონაწილეობს მართლწესრიგისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში;

ლ)   ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  საკანონმდებლო აქტებით, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.".

18. მეთოთხმეტე თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XIV

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი და ფინანსები

მუხლი 135.

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოველწლიურად სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონს.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა, განხილვა და დამტკიცება ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის უმაღლეს საბჭოში განხილვის წესი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად.

მუხლი 136.

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი თვისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს სამი თვისა.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობის გარეშე დაუშვებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შეუძლია მოსთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დამატებითი ხარჯების გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს.

მუხლი 137.

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემოთავაზებული რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი, ის უბრუნდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შენიშვნებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ორი კვირის ვადაში შესაბამისი ცვლილებებით ხელახლა წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტს.

2. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ახალი საბიუჯეტო წლის დასაწყისამდე ვერ მოახერხა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიღება ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში არ დაამტკიცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიში, მაშინ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოტივირებული და დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის თანხმობის გარეშე, თანამდებობიდან გაათავისუფლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და გადააყენოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობიდან გათავისუფლებულად და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს საქართველოს პრეზიდენტს.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაყენებისას მოქმედებს ამ კონსტიტუციის 112მუხლის მე-2 პუნქტითა და 113მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი.

მუხლი 138.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი საფინანსო ორგანო უფლებამოსილია საბიუჯეტო წელს ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი გადასახდელები ახალ საბიუჯეტო წელს ყოველთვიურად გასწიოს არა უმეტეს გასული წლის ასიგნებების 1/12-ის ოდენობით.

მუხლი 139.

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს კანონით დადგენილ ფარგლებში სარგებლობს ფინანსური ავტონომიით.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს კანონის საფუძველზე შესაძლებელია გადაეცეს სახელმწიფო საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ნაწილი, ასევე სპეციალური დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

3. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. კანონმდებლობით დადგენილი წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ თვითმმართველობის ორგანოებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან შეიძლება გადაეცეთ ფინანსური სახსრები.

მუხლი 140.

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეული აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტი.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაციას ყოველწლიურად წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.".

19. 143-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „დადგენილიას" შემდგომ ჩაემატოს სიტყვა „ორგანული".

20. კონსტიტუციას ჩაემატოს მეთექვსმეტე თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XVI

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა".

21. მუხლი 150-ე გათვალისწინებული იქნეს თავი XVI-ში.

22. 151-ე - 1541-ე მუხლები ამოღებული იქნეს.

23. მეჩვიდმეტე თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XVII

გარდამავალი დებულებები".

 

24. 155-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 155.

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი და სახელმწიფო ორგანოების სხვა ნორმატიული აქტები გამოიცემა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების საფუძველზე და მათ შესაბამისად.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტი წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, რომელიც კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში განიხილება მისი საჯარო განხილვის შემდეგ არა უადრეს ერთი კვირისა და არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით.".

25. 156-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 156.

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის წარმოშობილი დავის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, როგორც დროებით ევაკუირებული სტატუსის მქონე ორგანოს ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს  ქ. თბილისი.".

26. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ" ქვეპუნქტში, თავი მეექვსეს სათაურში, 64-ე მუხლში, 68-ე მუხლში სიტყვები „აფხაზეთი" შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა"; მე-2 და მე-3 მუხლში, 28-ე მუხლის პირველ პუნქტში, 44-ე მუხლის პირველ პუნქტში, 45-ე, 46-ე, 48-ე, 49-ე-51-ე, 53-ე, 57-ე, 58-ე, 65-ე, 66-ე, 70-ე, 71-ე მუხლებში, თავი მეშვიდეს სათაურში, 73-ე მუხლში, თავი მეთერთმეტეს სათაურში, 93-ე მუხლში, 95-ე-104-ე, 106-ე, 108-ე-110-ე მუხლებში, თავი მეთორმეტეს სათაურში, 111-ე-1131-ე მუხლებში, 116-ე-119-ე მუხლებში, თავი მეთხუთმეტეს სათაურში, 146-ე, 148-ე, 149-ე მუხლებში სიტყვები „აფხაზეთის" შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის"; მე-2 მუხლში, 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, 41-ე-43-ე, 48-ე, 52-ე, 55-ე, 58-ე, 97-ე მუხლებში სიტყვები „აფხაზეთში" შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში"; 29-ე და 57-ე მუხლებში სიტყვები „აფხაზეთიდან" შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან".

27. თავების ნუმერაციისას თავების დასახელება (გამოყენებული სიტყვები) თანმიმდევრობის დაცვით შეიცვალოს  რომაული ციფრებით.

მუხლი 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მონაწილეობით უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით შესაბამის კანონებში ცვლილებების შეტანა ამ კანონის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 2 კვირისა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                              ელგუჯა გვაზავა

 

მაისი 2013 წელი

N

განმარტებითი ბარათი

„აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტზე

ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.

კანონპროექტის მიღების მიზეზი:

საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის №662-11ს დადგენილების საფუძველზე განისაზღვრა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავისი საქმიანობა წარემართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1978 წლის 6 ივნისის კონსტიტუციის და იმ საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, რომლებიც არ ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს კანონმდებლობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში განახორციელა რა აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მოიყვანა საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებულ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

აღნიშნული ცვლილებებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1978 წლის 6 ივნისის კონსტიტუციამ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა, რაც ძირითადად განპირობებული იყო ქვეყანაში განხორციელებული ინსტიტუციონალური ცვლილებებითა და სამართლებრივი განვითარების პროცესით გამოწვეული მასში წარმოშობილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ქვეყანაში გაგრძელებულმა ინსტიტუციონალურმა და სამართლებრივმა რეფორმებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში კვლავ წარმოშვა გარკვეული ხარვეზები, რის გამოც მისი აღმოფხვრა სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური გახდა.

აღნიშნულის საფუძველზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 2012 წლის 25 აპრილის №4 დადგენილების შესაბამისად შეიქმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი ჯგუფი, რომელმაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან შექმნილ სამეცნიერო-საკონსულტაციო კომისიასთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარუდგინა წინამდებარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში არსებული სამარ