დაიწყო ნამუშევრების მიღება ესეების კონკურსზე - „ჩემი აფხაზეთი“

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აცხადებს ესეების კონკურსს - „ჩემი აფხაზეთი“.
 
კონკურსის მიზანი - ქართულ-აფხაზური პოზიტიური ურთიერთობების თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
 
კონკურსის პირობები:
• ესე უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე, ექსკლუზიურად კონკურსის ფარგლებში;
• ნამუშევარი უნდა ეხებოდეს აფხაზეთის თემას და მოიცავდეს პოზიტიურ ნიუანსებს;
• ნამუშევრის მოცულობა უნდა შეადგენდეს 800-1500 სიტყვას;
• ესე უნდა მომზადდეს ელექტრონულ (MS Word ან PDF) ფორმატში;
• ნამუშევარი უნდა მომზადდეს Sylfaen-ის შრიფტით, რომლის ზომა უნდა შეადგენდეს 11-ს, ხოლო ინტერვალი სტრიქონებს შორის - 1.15-ს.
 
სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი 10 საუკეთესო ესეს ავტორის ვინაობა გამოქვეყნდება უწყების ოფიციალურ ვებ და სოციალურ გვერდებზე.
 
I, II და III ადგილის მფლობელებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები.
 
ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 მაისი.
 
ყველა დაინტერესებულმა პირმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროს რეგისტრაცია ქვემოთ მითითებული აპლიკაციის მეშვეობით: რ ე გ ი ს ტ რ ა ც ი ა