ვაშლიჯვარში, ბროწეულის ქუჩაზე, დევნილ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, მოადგილე მურად აბლოთიასთან , აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ვაშლიჯვარში, ბროწეულის ქუჩაზე იმყოფებოდნენ და დევნილ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კვლევა-პროექტირების სამუშაოები. უკვე მომზადებულია რამდენიმე სახის ტექნიკური დოკუმენტი.
რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, მერის მოადგილის განმარტებით, მიმდინარე ეტაპზე, ბროწეულის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრებათ და ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, 24-საათიან რეჟიმში, ყველანაირ კითხვაზე პასუხის გასაცემად და სათანამშრომლოდ.
ბროწეულის ქუჩაზე, ასევე, თბილისის მერიის, საბურთალოს გამგეობის, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები იმყოფებოდნენ.