თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორმა თამარ ბელაშვილმა.
მემორანდუმის მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში (ხელოვნების ისტორია, არქიტექტურა, რესტავრაცია, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები, ფოტოგრაფია, არქივმცოდნეობა, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ბეჭდური პროდუქციის შექმნა და სხვა).
გარდა ამისა, ისინი ერთად გაუწევენ ორგანიზებას სამეცნიერო პროექტებს (კონფერენციებს, სემინარებს, სეზონურ სკოლებს და სხვ.) და შედეგებს სამეცნიერო სტატიების, კრებულების, ბუკლეტებისა თუ წიგნების სახით გამოაქვეყნებენ. საჭიროების შემთხვევაში აწარმოებენ ერთობლივ კვლევებს და ა. შ.