რუსლან აბაშიძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ ლევან თევზაიასთან და სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელ კოტე ბასარიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სასურსათო პროდუქტები გადასცა.

სააღდგომო ნობათი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სოციალური სოლიდარობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, აფხაზეთის ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს, დედ-მამით ობოლ არასწრულწლოვანებს, ომში დაღუპული მეომრების დედებსა და სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ.

სააღდგომო ნობათი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით პროგრამით განსაზღვრულ კატეგორიებზე მთელი საქართველოს მასშტაბით დარიგდება.