აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ სოციალური მხარდაჭერის ახალი პროგრამები დაამატა

აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ წელს, სოციალური მხარდაჭერის პროგრამას ახალი პროგრამები დაამატა. სოციალური მხარდაჭერის 6 პროგრამიდან, 5 ახალი პროგრამა, მიმდინარე წელს პირველად განხორციელდება.
 
სამინისტრო მთელი რეგიონის მასშტაბით განახორციელებს შემდეგ პროგრამებს:
  • დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა
  • აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერა
  • აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირება
  • ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერა
  • სოციალური სოლიდარობის
  • დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა
თითოეული პროგრამით სარგებლობის კრიტერიუმებისა და მიზნობრივი ჯგუფების შესახებ დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება.