ლევან თევზაიამ წყალტუბოში მცხოვრებ , აფხაზეთიდან დევნილ თამარ ლეთოდიანს ეტლი და სააღდგომო ნობათი გადასცა

აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ წყალტუბოში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თამარ ლეთოდიანი მოინახულა, მას საჩუქრად ეტლი და სააღდგომო ნობათი გადასცა.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შშმ პირთათვის ეტლებით და სხვა გადასაადგილებელი საშუალებებით დახმარება, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.