ლევან თევზაიამ ქუთაისში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანს 9 მაისი მიულოცა

აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა, ლევან თევზაიამ, აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ორესტი ბერულავას სახლში ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცა.
ლევან თევზაიამ 95 წლის ორესტი ბერულავას ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და სადღესასწაულო ნობათი გადასცა.
მინისტრმა ვეტერანს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
მინისტრთან ერთად, ვეტერანს 9 მაისი აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის , ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ-ის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა, ნათია კოპალიანმა მიულოცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან დევნილ, ყველა ვეტერანს გადაეცემა.