აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ, დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამა დაიწყო

აღნიშნულ პროგრამას აფხაზეთის დევნილთა სამინისტრო სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განახორციელებს.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ დევნილთა განსახლების ობიექტებში ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებში და არ გააჩნიათ დენის, წყლისა და გაზის აბონირება.

პროგრამით სარგებლობისთვის განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

დევნილის მოწმობა (ასლი);

ინფორმაცია დევნილთა განსახლების ობიექტის მესაკუთრის შესახებ.

განაცხადის მიღება შესაძლებელია სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში:

ქ. თბილისი, ვ.ფშაველას 16;

ქ. ქუთაისი- ი.აბაშიძის 27;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი ( ინოვაციების ცეტრი).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით :032 2 31 32 06;
+ 995 595 705 159