რეგიონებში მცხოვრები დევნილი მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა

„აფხაზეთობის“ კვირეულის ფარგლებში ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

დევნილი ბავშვებისთვის მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა. ჩატარდა სახალისო კონკურსები და ვიქტორინები, რომლის გამარჯვებულებიც სხვადასხვა პრიზებით და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ბავშვების ხალისიან განწყობაზე იზრუნეს ანიმატორებმა, სხვადასხვა ზღაპრისა და ანიმაციური ფილმების გმირებმა.

ღონისძიებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, აფხაზეთის მთავრობისა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით გაიმართა.