2021-05-29 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ეკა ხოფერია აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლაში ბოლო ზარს დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ფოთში მდებარე აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლას ეწვია და ბოლო ზარს დაესწრო.
მინისტრი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს გაეცნო და მათ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საქველმოქმედო ფონდ „სარაჯიშვილის“ / Sarajishvili მხარდაჭერით, კომპიუტერები ჩაუტანა.
ეკა ხოფერია სკოლის ინფრასტრუქტურითაც დაინტერესდა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.