ამას წინათ თბილისის მუზეუმების გაერთიანების გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ მუზეუმს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი -2“-ის მოსწავლეები სტუმრობდნენ.
მუზეუმში ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეები პოეტსა და გალაკტიონ ტაბიძის ბიბლიოგრაფს ვახტანგ ჯავახაძეს შეხვდნენ. პოეტი მოზარდებს გალაკტიონის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ესაუბრა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი ნინი სანადირაძე ესწრებოდნენ.