აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ თავმჯდომარეს დევნილობაში თამაზ ნადარეიშვილს დღეს 67 წელი შეუსრულდებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მოადგილე ანზორ მარგიანთან, ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრ ივანე დოლიძესთან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
თამაზ ნადარეიშვილს მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. ის დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. იყო გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. არის აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოცემული ოთხი წიგნის, რამდენიმე მონოგრაფიის და მრავალი პუბლიკაციის ავტორი.