რუსლან აბაშიძემ ეგვიპტელ ბიზნესმენებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ ეგვიპტელ ბიზნესმენებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა იმ ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

შეხვედრაში აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე მონაწილეობდა.