იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად ნანა გაბელია დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად ნანა გაბელია დაინიშნა. რუსლან აბაშიძემ ახლადდანიშნული მინისტრი დღეს მინისტრის აპარატის თანამშრომლებს წარუდგინა.

წარდგენას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნანა გაბელიას საჯარო სექტორში, სხვადასხვა პოზიციაზე  მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2020-21 წლებში იყო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მთავარი მრჩეველი, ხოლო მინისტრად დანიშვნამდე აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.