რუსლან აბაშიძე იმერეთის რეგიონში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ ქუთაისში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები მოინახულა. მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.

რუსლან აბაშიძემ მოსახლეობას გააცნო ის პროგრამები, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილებისთვის სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. შეხვედრაში, ასევე, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მონაწილეობდა.