ლევან თევზაიამ აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებს საახალწლო ნობათი გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებსა და აფხაზეთის ომში დაღუპლი მეომრების დედებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. მინისტრმა კომპანია ,,კარფური’’-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ნინო რამიშვილთან ერთად მათ ოჯახებში ესტუმრა და საჩუქრად საახალწლო ნობათი გადასცა. ,,აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახელით, დამდეგ დღესასწაულებს ვულოცავ ჩვენს ომის ვეტერანებს, ადამიანებს, რომლებსაც ჩვენგან განსაკუთრებული ყურადღება, მზრუნველობა და თანადგომა სჭირდებათ. მინდა მათ დღეგრძელობა და მხნეობა ვუსურვო. აქვე, მინდა სრულიად საქართველოს, დევნილ საზოგადოებას, ენგურს გაღმა მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო. ვისურვებდი, რომ 2022 წელი თითოეული ქართველისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იყოს სიხარულის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი“, - განაცხადა ლევან თევზაიამ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების მიერ დაგეგმილ სოციალურ ღონისძიებებში კომპანია ,,კარფური’’ მუდმივად არის ჩართული და მომავალშიც აქტიურად გეგმავს.