გიორგი გაბედავა საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებსა და წარმომადგენლებს შეხვდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე განიხილეს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, პერსპექტივები და ერთობლივი პროექტები.
 
უახლოეს პერიოდში, მინისტრის აპარატის ბაზაზე შეიქმნება და იმუშავებს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი პლატფორმა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, დღის წესრიგში არსებული საკითხების გადასაწყვეტად.
 
შეხვედრას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის , საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.