აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სპორტულ-საგანმანათლებლო პროგრამებზე განაცხადების მიღებას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო „ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში იწყებს განაცხადების  მიღებას, რომელიც გულისხმობს სპორტულ-საგანმანათლებლო და სამოქალაქო ინიციატივების დაფინანსებას.

განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო, არამომგებიან იურიდიულ პირებს ან/და მათ სტრუქტურულ ერთეულებს, ასევე ახალგაზრდულ კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული მიმართულებით მომუშავე სსიპ-ებს.

პროექტის წარდგენის პერიოდი: 2013 წლის ივნისი-სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე: www.meca.gov.ge/