სპორტის სამ სახეობაში „აფხაზეთის მინისტერიალი 2013“ ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სპორტის სამ სახეობაში (ნარდი, ჭადრაკი და მინი-ფეხბურთი) „აფხაზეთის მინისტერიალი 2013" ჩატარდა.

სპორტის სხვადასხვა სახეობის შეჯიბრებებში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  სამინისტროებისა და დეპარტამენტების გუნდებმა.

ფინალურ შეხვედრა მინი-ფეხბურთში დღეს გაიმართა, სადაც ერთმანეთს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის გუნდები დაუპირისპირდნენ.

„მინისტერიალი 2013"-ის გამარჯვებული აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი გახდა. საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს თასები, სიგელები და დიპლომები გადაეცათ.