საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები და დევნილობაში მყოფი მოქალაქეების განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე იმსჯელეს.

გაერთიანებულ სხდომაზე აფხაზეთის მთავრობის სისტემაში შემავალ სკოლებში განათლებისა და ინფრაქსტრუქტურული მდგომარეობის შესახებ მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია.

სხდომის მნიშვნელოვანი ნაწილი დახურულ ფორმატში წარიმართა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის და ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.

სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ენის პალატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.