აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

დღეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, დაპირებისამებრ, 2022 წლის სექტემბრიდან სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შემოქმედებითი ჯგუფებისათვის  სახელფასო ფონდი გაიზარდა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზის რეაბილიტაციის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც წლის ბოლომდე თეატრის დარბაზი განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვება.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია მონაწილეობდნენ.