ამ პერიოდის განმავლობაში მინისტრის აპარატი აქტიურად მუშაობდა სამოქალაქო ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საარქივო საქმისწარმოების მიმართულებით.
მინისტრის აპარატის საქმიანობის პრიორიტეტებად აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერა, კულტურის პოპულარაზიცია განისაზღვრა და ამ მიზნით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, მათ შორის: „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“, „ინტეგრაცია მომავლისთვის“, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“, „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი“, ქართველი დიპლომატისა და ხელოვანის გიორგი აფხაზის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული ვირტუალური გამოფენა და სხვა.
ასევე, საქართველოს დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, რაც თავის მხრივ, დიასპორების, როგორც სამშვიდობო რესურსის გააქტიურებას უზრუნველყოფს.
თითოეული განხორციელებული პროექტის მიზანი იყო დევნილი საზოგადოებისთვის და არამარტო მათთვის, განვითარების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა, მათი გაძლიერებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერა.
მინისტრის ანგარიშს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და მინისტრის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.