აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ჩხოროწყუსა და მარტვილში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ჩხოროწყუსა და მარტვილის რაიონებს სტუმრობდა.მთავრობის თავმჯდომარემ ამ რაიონებში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრა გამართა და მათ საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნო.აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით კი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები, რომლის დროსაც დევნილებს საჭიროებისამებრ მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ.გიორგი ბარამია სამეგრელოს რეგიონს ორშაბათს ეწვია და რეგიონში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერში ჩასახლებული დევნილები მოინახულა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერში ჩასახლებული დევნილები მოინახულა. მათ შორის ის აფხაზეთიდან დევნილებიც, რომლებიც თბილისიდან მუდმივ საცხოვრებლად ფოცხოეწერში ჩაასახლეს. გიორგი ბარამია დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მათი პრობლემებიც მოისმინა. პარალელურ რეჟიმში აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, უფასო პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობდა. დევნილებს მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთნ საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ამ ადამიანების სოცილაური პირობების გაუმჯობესება და პრობლემების სწრაფად მოგვარება. ფოცხოეწერში აფხაზეთიდან დევნილი 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის 14 ოჯახი რამდენიმე კვირის წინ ჩასახლდა. გიორგი ბარამია ხვალ ჩხორწოყუსა და მარტვილის რაიონს ეწვევა, სადაც დევნილებთან გამართავს შეხვედრას. დევნილებს ასევე უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდებათ.

გიორგი ბარამია წალენჯიხის რაიონში მცხოვრებ დევნილებს ხვდება

აფხაზეთის  მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია წალენჯიხის რაიონში მცხოვრებ დევნილებს ხვდება. გიორგი ბარამია წალენჯიხას დღეს ესტუმრა. რაიონში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრებს დილიდან მართავს და მათ პრობლემებს ადგილზე ეცნობა.   პარალელურად, წალენჯიხაში აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დევნილი მოსახლეობის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს. გამოკვლევის შემდეგ პაციენტებს საჭირო მედიკამენტები უფასოდ ურიგდებათ. დევნილრბს ჰუმანიტარული  დახმარება გადაეცათ.  როგორც გიორგი ბარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია ყველა დევნილთან სტუმრობა და პრობლემების ადგილზე გაცნობა, რადგან მთავრობის თავმჯდომარის აზრით, ყველა პრობლემა ადგილზევე უნდა გადაიჭრას.

 

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ

23 აგვისტოს,  01:00 საათზე, არასამთვრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" ორგანიზებითა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით,  კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამით, დევნილი ახალგაზრდები აშშ-ს ნებრასკის შტატის ქალაქ ლინკოლნში გაემგზავრნენ. აფხაზეთიდან დევნილი 8 ახალგაზრდა ქალაქ ლინკოლნში 21 დღეს დაჰყოფს. პროექტის ფარგლებში, პროგრამის მონაწილეები ნებრასკის შტატის ქლაქ ლინკოლნის სამხრეთ აღმოსავლეთ სახალხო კოლეჯში ,,სამშვიდობო განათლების" მიმართულებით გაივლიან ტრენინგ-პროგრამას. პროექტის მიზანი, დევნილი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა და საქართველოს კულტურის პოპულარიზაციაა. აფხაზეთის მთავრობა და არასამთვრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" დევნილი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობის მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობენ. აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, ორგანიზაცია  დევნილი ახალგაზრდებისათვის, პროექტს აშშ-ში მეორედ ახორციელებს.

ტრაგიკულად დაიღუპა ლორიკ მარშანია

ტრაგიკულად დაიღუპა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი, მოძრაობა "მშვიდობიანი აფხაზეთის" კოორდინატორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ლორიკ მარშანია.აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ლორიკ მარშანია დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა, იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.   იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა  ჟენევის მოლაპარაკებებში. ლორიკ მარშანიას ეკუთვნის სიტყვები: "მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება".საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეიქმნა დამკრძალავი სახელმწიფო კომისია, რომელშიც შედიან: გიორგი ბარამია, კობა სუბელიანი, დავით ალავიძე, თემურ იაკობაშვილი, გია გვაზავა, სვეტლანა ქეცბა, გიორგი ანჩაბაძე, ზურაბ ერქვანია, გივი ანჩაბაძე, ზურაბ ჩიქოვანი და ოთარ ჟორდანია.სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 17 და 18 აგვისტოსს,ჭავჭავაძის #75-ში (1 სადარბაზო, ბ #4). გამოსვენება ხუთშაბათს, 19 აგვისტოსს, 14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან. ლორიკ მარშანიას დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

14 აგვისტოს, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, 1992-1993 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულ-ქართული ომის  18 წლისთავთან დაკავშირებით,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

დევნილი ბავშვების მეორე ნაკადი საბერძნეთში გაემგზავრა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით დევნილი ბავშვების მეორე ნაკადი საბერძნეთში გაემგზავრა.აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი 42 ბავშვი ქალაქ ათენში, ბავშვთა საერთაშორისო ბანაკში, ორი კვირის განმავლობაში დაისვენებს.ბავშვებს დიდუბის ავტოსადგურიდან აფხაზეთის მთავრობის წევრებმა გააცილეს.აფხაზეთის მთარობის ინიციატივითა და მხარდაჭერით დევნილი ბავშვების პირველი ნაკადი, საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე 24 ივლისს გაემგზავრა.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და უმაღლესი საბჭოს წევრები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ

6 აგვისტოს 13:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და უმაღლესი საბჭოს წევრები, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივს მიაგებენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნასა და მათ საფლავებს გვირგვინით შეამკობენ.
აფხაზეთის მთავრობა და უმაღლესი საბჭო, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სახელით, ხსოვნის კვირეულის ფარგლებში,  სამძიმარს უცხადებენ 2008 წლის აგვისტოს, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად გმირულად დაღუპული ვაჟკაცების მშობლებსა და ახლობლებს.  

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქალაქ სალონიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია გუშინ, საბერძნეთში, ქალაქ სალონიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტს ემანუელ ვლახოიანის შეხვდა.
შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს საინვესტიციო გარემოთი ბერძენ ბიზნესმენთა დაინტერესება იყო.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ახლო მომავალში საქართველოში ბერძენ ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაციის საქმიან შესაძლო ვიზიტზეც ისაუბრეს. 

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების, კვლევების, სასწავლო-საგანმანათლებლო, სამეცნიერო ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელება.

შეხვედრაზე CIU-ს სტუდენტებისთვის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძემ სამინისტროს პროექტები, სასტიპენდიო პროგრამები და თანამშრომლობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობები განიხილეს.

მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიას მიმართა - კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორმა, აკადემიკოსმა მინდია უგრეხელიძემ, სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ხატიძემ. შეხვედრაზე სიტყვით წარდგა CIU-ს სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სესილი გოგიბერიძე.

მემორანდუმის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაარსდა იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა საუნივერსიტეტო კლუბი ,, ახალი თაობის ხიდი“.

კლუბის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდება ისეთი საგანმანათლებლო პროექტები, როგორებიცაა: საჯარო ლექციები, სტუდენტური საერთაშორისო კონფერენციები, სადისკუსიო ფორმატის შეხვედრები.

კლუბის შექმნის მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი სტუდენტების სოციალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, აფხაზეთის საჯარო სკოლებში ახალგაზრდების გაძლიერება და მხარდაჭერა.

შეხვედრას სამინისტროს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
 
აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტების კონსულტაცია ჩაუტარდათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
 
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლაშა ქარდავა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდისა და პროგრამების გაფართოების საკითხებზე ისაუბრა.
 
„მიმდინარე წელს სამინისტრომ მნიშვნელოვნად გააფართოვა პროგრამები, რომლის ფარგლებში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას 100-მდე სამედიცინო სერვისს სთავაზობს. მომავალი წლისთვის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, იგეგმება თვისობრივად ახალი პროგრამების დანერგვა და არსებული პროგრამების გაფართოება, რაც ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ლაშა ქარდავამ.
 
შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, არსებულ საჭიროებებზე და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
ლევან მგალობლიშვილმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, ვაკის პანთეონში საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

ეროვნული გმირის საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

სოხუმის დაცემის დღეს, ტრაგიკულად დაღუპული ჟიული შარტავას საფლავზე მამა ლევან ჯანაშიამ სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც ჟიული შარტავას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.


1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა და მისი თანამებრძოლები, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, 30-მდე ქართველთან ერთად, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს.

დასაქმების ხელშეწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დასაქმებაში ხელშეწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, 12-დან 15 ნოემბრის ჩათვლით, დევნილ მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაიარონ კარიერული კონსულტირება - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კონსულტანტებს გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება, უნარები და დასაქმების სასურველი სფეროები.
 
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პროექტის მეორე ეტაპზე, სააგენტო უზრუნველყოფს ვაკანსიების მოძიებას და სამუშაოს მაძიებლებისა და ბიზნესის ურთიერთდაკავშირებას.
 
პროექტი თბილისში, შიდა ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში ხორციელდება. კონსულტირებისათვის დევნილი მოქალაქეები უნდა ეწვიონ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს რეგიონულ სერვის-ცენტრებს შემდეგ მისამართებზე:

                                                                </div>
                                                            </div>
                                                        </div>
                                                    </div>
                                                </div>
                                                <!-- end post item -->
                                                                                </div>
                                    <div class=