აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში დევნილებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ადმინისტრაციის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა თამაზ ბესტაევმა პარლამენტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და დევნილობაში მყოფი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობაზე იმსჯელეს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე მომხსენებლებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობის, რეფერალური დახმარების პროგრამის შესრულების საკითხსა და დევნილებისთვის გაწეულ სამედიცინო დახმარებების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს ასევე იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც კვლავაც რჩება უწყებების საქმიანობაში.

სხდომის მუშაობაში კანონმდებლებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.