აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ქალაქ წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, პროგრამის - "აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის კომპონენტის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში, ქალაქ წყალტუბოში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ახალ დასახლებაში რეგისტრირებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
პროგრამის მიზანი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაა.
პროგრამა მოიცავდა შემდეგ მომსახურებებს:
▶ენდოკრინულ დაავადებათა სკრინინგი:
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
▶მხედველობის სკრინინგი:
• ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
• სათვალის რეცეპტის გაცემა (საჭიროების შემთხვევაში).
▶პედიატრის კონსულტაცია;
▶სისხლი მიმოქცევის სისტემის სკრინინგი
• კარდიოლოგის კონსულტაცია;
• ეკგ.
▶ნევროლოგის კონსულტაცია;
▶ოჯახის ექიმის კონსულტაცია;
▶რადიოლოგიური კვლევა;
სამედიცინო აქცია ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.
სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.