სამუშაო შეხვედრის ფორმატში, საბჭოს წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ როგორც აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა უწყების საქმიანობას, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რამაც ახალგაზრდებს საშუალება მისცა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემსჯელათ.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროში, სამშვიდობო პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ოფიციალურ წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.