იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრმა გიორგი ძიგუამ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, აფხაზეთიდან დროებით დევნილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები გადასცა.
,,აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, ქობულეთსა და ბათუმში მცხოვრებ დროებით დევნილ პირებს ვესტუმრე, დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცე და საახალწლო ნობათები პირადად გადავეცი. ასევე, დროებით დევნილ მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დავურიგეთ, სადაც აფხაზეთის მთავრობისა და სამინისრტოების მიერ 2025 წელს დაგეგმილ პროგრამებს დეტალურად გაეცნობიან"- განაცხადა გიორგი ძიგუამ.
ბროშურაში 2025 წლის პროექტებთან და პროგრამებთაბ ერთად მოცემულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელი ხაზის ნომერი 143, რომელზე დარეკვით დევნილი მოქალაქეები მათთვის საჭირო კითხვებზე სწრაფ და სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებენ.