აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრს გიორგი ძიგუას მოუსმინეს.
მინისტრის საათის ფორმატში, გიორგი ძიგუამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, მინისტრის აპარატის საქმიანობის მთელი წლის ანგარიში წარადგინა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრმა ისაუბრა აპარატის მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ, რომლებიც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევასა და ინტეგრაციის ხელშეწყობაზეა მიმართული.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც უწყება სთავაზობს დროებით დევნილ მოსახლეობას და რომელიც საშუალებს აძლევთ მათ აიმაღლონ ცნობიერება და გაიუმჯობესონ საჭირო უნარ-ჩვევები.
სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საბჭოს დეპუტატები, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის მოადგილეები და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.