იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი ძიგუა ქალაქ ბორჯომში, ბორჯომის, სურამისა და ხაშურის ამხანაგობის თავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა დროებით დევნილთა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პრობლემებს, მათ შორის აღნიშნა, რომ ქალაქ ბორჯომში შესაცვლელია სახურავი, სჭირდებათ პანდუსი ეტლით მოსარგებლისთვის და გათბობა. დაბა სურამის დევნილთა განსახლების ობიექტი ავარიულია, საჭიროებს რეაბილიტაციას, ხაშურში კი განსახლების ობიექტს მიწის ნაკვეთის დაკანონების პრობლემა აქვს.
შეხვედრაზე აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მერაბ მარაქველიძე, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თემურ წურწუმია, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი ბერიანიძე და ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი ნინო გიუაშვილი იმყოფებოდნენ.