აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სტაჟიორებისთვის სერტიფიკატების გადაცემა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა.
 
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა 6 თვის განმავლობაში გაიარეს სტაჟირება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში, რომლის დასრულების შემდგომ სტაჟირება გავლილ პირებს, დავით ფაცაციამ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
 
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა სტაჟიორებს მადლობა გადაუხადა სტაჟირების 6 თვიანი პროგრამის განმავლობაში მინისტრის აპარატის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ უწყებაში შეძენილი ცოდნა და პრაქტიკული უნარები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მათ სამომავლო კარიერულ არჩევანსა და პროფესიულ საქმიანობაზე.
 
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი სტაჟირებას ყოველწლიურად ახორციელებს და მისი მიზანია მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადება, სტაჟიორების პროფესიული ზრდა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და განვითარება.