აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

შეხვედრა ახალგაზრდებთან

ქ. ბათუმში იუსტიციისა და სამოქალაქო ინეტრგაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია – „აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინეტრგაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით სხვადასხვა უნივერსიტეტების თვითმართველობების წარმომადგენლებთან და აფხაზ ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაში.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე, ქართულ-აფხაზური მეგობრული, ისტორიული ურთიერთობების აღდგენასა და შერიგების პროცესების ხელშეწყობაზე.

 „საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა უნივერსიტეტების თვითმართველობების წარმომადგენლებთან და აფხაზ ახალგაზრდებთან.

ახალგაზრდებთან ერთად, ვიმსჯელეთ საქართველოს ერთიანობის, თავისუფლებისა და განვითარებისთვის ყველაზე მნიშნელოვან საკითხებზე - კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე, ქართულ-აფხაზური მეგობრული, ისტორიული ურთიერთობების აღდგენასა და შერიგების პროცესების ხელშეწყობაზე.

შეხვედრაზე, ასევე, განვიხილეთ ახალგაზრდების საინტერესო ინიციატივები და მათ გამოხატეს სურვილი მეტი აქტიურობით ჩაერთონ სამშვიდობო პროცესების ხელშემწყობ ღონისძიებებში.

მნიშვნელოვანია მსგავს შეხვედრებში აფხაზი და ქართველი, განსაკუთრებით კი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი ახალგაზრდების მონაწილეობა, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ ერთ-ერთ ძლიერ ბერკეტს, სახალხო დიპლომატიის გზით იმ ბარიერების დასანგრევად, რომლის აღმართვასაც რამდენიმე ათწლეულია მტრულად განწყობილი ძალები ცდილობენ.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

შეხვედრების მიზანია ოკუპაციის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის და მისი მოგვარების გზების მოძიების პროცესში ახალგაზრდების მეტი ჩართულობის ხელშეწყობა.