აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ფოტოგამოფენა - ,,ქართულ-აფხაზური ურთიერთობები“

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ აფხაზური ისტორიის სახლში გაიმართა ფოტოგამოფენა - „ქართულ-აფხაზური ურთიერთობები“.

ექსპოზიციაზე გამოიფინა ფოტომასალები პირადი არქივიდან, რომლებზეც ასახულია აფხაზეთის საზოგადოების წევრების სხვადახვა თაობის უნიკალური ურთიერთოებები.

ფოტოგამოფენის მიზანია საერთო ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენა.

„დღეს, თანამშრომლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, დავესწარი აფხაზური ისტორიის სახლში გამართულ ფოტოგამოფენას - „ქართულ-აფხაზური ურთიერთობები“, რომელზეც გამოიფინა აფხაზეთის საზოგადოების წევრების სხვადახვა თაობის უნიკალური ურთიერთოებების ამსახველი ფოტომასალები.

ფოტოგამოფენით ჩვენი მიზანია ახალგაზრდა თაობაში კიდევ უფრო გავაფართოვოთ და გავაძლიეროთ ისტორიული მეხსიერება ქართულ-აფხაზური საერთო ისტორიის შესახებ.
 
მჯერა, რომ მსგავსი ღონისძიებები, რომელიც საერთო კულტურისა და ისტორიის თაობაზე ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს, იქნება ერთ-ერთი მყარი საფუძველი ქართულ-აფხაზური ისტორიული ძმობის აღდგენისა და განმტკიცებისა.“ - აღნიშნა მინისტრმა დავით ფაცაციამ.