2017 წლის 10 იანვარს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის აპარატის უფროსი ბატონი ოთარ გარმელია საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობას. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა ბატონ დემურ კეკელიას და წარმომადგენლობის თანამშროიმლებს 2016 წელს გაწეული საქმიანობისთვის. ამასთან, მთავრობის თავმჯდომარემ სურვილი გამოთქვა, რომ წარმომადგენლობის თანამშრომლებმა უფრო მეტი ინიციატივა გამოიჩინონ დევნილთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ხელი შეუწყონ საზოგადოებაში მათ აქტიურ ჩართულობას. შეხვედრის ბოლოს, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მოძრაობაში ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე’’-პროგრამის ფარგლებში აქტიური ჩართულობისათვის, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, მადლობის სიგელით დააჯილდოვა წარმომადგენლობის რიგი თანამშრომლები:
– სოციალური პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი ირმა ბეთაშვილი;
– რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლონდა საჯაია;
– წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის წვევამდელთა აღრიცხვის განყოფილების უფროსი – გურამ ჯიქია.