მთავარი/................/წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში/მთავარი/ახალი ამბები
წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში
ქალაქ თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსწავლეებს სასკოლო ინვენტარი გადაეცათ.

ქალაქ თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში   აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის 173-ე საჯარო სკოლის დირექტორის შორენა ბუნტურის ორგანიზებით,  აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსწავლეებს სასკოლო ინვენტარი გადაეცათ. იძულებით გადაადგილებულმა მოსწავლეებმა, მათ შორის ინკლუზიური კატეგორიის ბავშვებმა სასკოლო მოხმარების ნივთები საჩუქრად არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის პრეზიდენტის მზია თოდუას მხარადჭერით მიიღო. სასკოლო ნივთები პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით 73 მოსწავლეს დაურიგდა.