მთავარი/................/წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში/მთავარი/ახალი ამბები
წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში
2019 წლის 21 იანვარს წარმომადგენლობაში თათბირი გაიმართა.

                აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში თათბირი გაიმართა. თათბირს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი უძღვებოდა. თათბირს ესწრებოდნენ წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლომია, აპარატის უფროსი ზურაბ ხარაიშვილი,  აპარატის იურიდიული, კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი დავიდ ჭედია, სოციალური პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი ირმა ბეთაშვილი, დევნილებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მურთაზ ბერულავა, წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსი დავიდ ძალამიძე, წარმომადგენლობის წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი ვალერიან კვინიკაძე, საფინანსო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახურის უფროსი აზა შენგელია. თათბირზე განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები. წვევამდელთა აღრიცხვასთან და გაწვევასთან დაკავშირებული საკითხები, დევნილებთან ურთიერთობის მიმართულებით სამსახურის მიერ  2019 წლის გეგმით გათვალისწინებული სერვისების უზრუნველყოფის საკითხები, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში: კახეთის მხარეში, ქვემო ქართლის მხარეში, მცხეთა- მთიანეთის მხარეში, შიდა ქართლის მხარეში და სამცხე-ჯავახეთის მხარეში, რეგიონალური მართვის სამსახურის მიერ  2019 წლის გეგმით გასატარებელი ღონისძიებები და სტრატეგიები,  იურიდიული, კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილების მიერ დევნილთათვის სამართლებრივი კონსულტაციების უზრუნველყოფის კუთხით სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველოფა, ასევე მოისმინეს ინფორმაცია წარმომადგენლობაში გამოცხადებული კონკურსის მიმდინარეობის  შესახებ.